საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, ანაკლიის პროექტის ინტერესთა გამოხატვის დოკუმენტი მზად არის და პოტენციურ ინვესტორებთან აქტიური მოლაპარაკებები მიმდინარეობს. კონსორციუმის 51% სახელმწიფოს მფლობელობაში იქნება, 49%-ზე კი, საერთაშორისო ტენდერი გამოცხადდება.
გეგმის მიხედვით, ანაკლიის პორტის პირველმა ფაზამ წელიწადში თითქმის 8 მილიონ ტონა გამტარიანობას უნდა მიაღწიოს“. კონკრეტულად, როდის გამოცხადდება საერთაშორისო ტენდერი, ამ დრომდე უცნობია. თუმცა, ჩვენ გვახსოვს, 2022 წლის ბოლოს მთავრობაში აცხადებდნენ, რომ ანაკლიის პორტისთვის ინვესტორების მოსაზიდად ტენდერს 2023 წლის იანვრის ბოლომდე გამოაცხადებდნენ.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის იანვარში საქართველოს მთავრობამ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან” ხელშეკრულება გაწყვიტა, რასაც როგორც კონსორციუმის, ასევე, მისი ერთ-ერთი ინვესტორის, ბობ მეიერის მხრიდან საარბიტრაჟო სასამართლოსთვის მიმართვა მოჰყვა. კონსორციუმი დავობს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულმა გადაწყვეტილებამ ინვესტორებს მნიშვნელოვანი ფინანსური ზიანი მოუტანა. კერძოდ, ხელშეკრულების გაწყვეტის დროს “ანაკლიის განვითარების კონსორციუმს” პროექტში უკვე ინვესტირებული ჰქონდა 74 მილიონი დოლარი.
თემაზე სასაუბროდ "ბიზნეს პალიტრას" სტუმარია "ჯეოქეისის" თავმჯდომარის მოადგილე ბაქარ ფალავანდიშვილი