ოფიციალური დეკლარირებული მონაცემებით, საქართველოში 2022 წელს 10 822 ნებართვაა გაცემული, ეს კი წინა წელთან შედარებით 7.2 პროცენტით მეტია. ნებართვების 77-ტ პროცენტზე მეტი ქვეყნის 4 რეგიონზე მოდის. ესენია თბილისი, მცხეთა-მთიანეთი, ქვემო ქართლი და იმერეთის რეგიონი.
აღსანიშნავია, რომ 2022 წელს ნებართვები გაიცა მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების, სავაჭრო ობიექტების, სასტუმროების, სამრეწველო საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ობიექტებისა და სხვა შენობა-ნაგებობების მშენებლობაზე.