ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკის თანახმად, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით, საქართველოს სახელმწიფო საგარეო ვალი 8 მილიარდ 340 მლნ დოლარია, რაც ეროვნულს ვალუტაში 22 მილიარდ 540 მლნ ლარს შეადგენს.
ერთწლიან პერიოდში სახელმწიფო საგარეო ვალი დოლარში 130 მილიონით გაიზარდა, ხოლო ლარებში თითქმის 3 მილიარდით შემცირდა. ამის მთავარი მიზეზი ეროვნული ვალუტის გამყარება იყო.
საქართველოს საგარეო ვალში პირველ ადგილზე აზიის განვითარების ბანკის კრედიტია, რომლებიც ქვეყანამ უმსხვილესი ინფრასტრუქტურული პროექტების განვითარებისთვის აიღო. მეორე ადგილზეა მსოფლიო ბანკის ჯგუფი, რომლის კრედიტებიც ასევე ძირითადად ინფრასტრუქტურულ პროექტებს ხმარდება. მესამე ადგილზე კი ევროპის საინვესტიციო ბანკია.