შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა მოლდოვის ვიცე-პრემიერთან რეინტეგრაციის საკითხებში ოლეგ სერებრიანთან, რომელიც საქართველოში ორ-დღიანი სამუშაო ვიზიტით, სახელმწიფო მინისტრის მოწვევით იმყოფება, შეხვედრა გამართა.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს სახელმწიფო მინისტრის აპარატსა და მოლდოვის რესპუბლიკის რეინტეგრაციის ბიუროს შორის პარტნიორული ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების მზაობას და მნიშვნელობას, მათ შორის 2018 წელს გაფორმებული ურთიერთგაგების და თანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში.