ნაციონალურ მოძრაობაში, არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე წუთში, გიორგი კირთაძემ ბათუმის ორგანიზაციის თავმდჯომარის პოსტი დატოვა. ამბობს, რომ პარტიაში რჩება და მუშაობას რიგითი წევრის სტატუსით განაგრძობს. კირთაძემ ლევან ხაბეიშვილს გამარჯვებაც მიულოცა და განმარტა, რომ გამარჯვებულ კანდიდატს ბრძოლის გაგრძელების საშუალება მის გუნდთან ერთად უნდა მიეცეს.