„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ნონა მამულაშვილი ლევან ხაბეიშვილს არჩევნებში გამარჯვებას ულოცავს, თუმცა ამბობს, რომ არჩევნების შედეგები იმედის საფუძველს არ აძლევს, რომ ისეთი პროცესი დაიწყება, რაც საქართველოს სჭირდება.
როგორც მამულაშვილი საკუთარ „ფეისბუქ“ გვერდზე წერს, ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა პოლიტიკაზე გაიმარჯვა.
„ვულოცავ ლევანს გამარჯვებას! დიდი მადლობა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო არჩევნებში და დიდი მადლობა მათ, ვინც მე დამიჭირა მხარი.
აუცილებლად უნდა აღვნიშნო, რომ არჩევნების შედეგები არ მაძლევს იმედის საფუძველს, რომ დაიწყება ისეთი პროცესი, რაც დღეს ჩვენს ქვეყანას სჭირდება. სამწუხაროდ, ეს ჯერ კიდევ წინასაარჩევნო გარემომ აჩვენა...
ლევანს ბევრ წარმატებას ვუსურვებ, პრობლემა ახლა ის არ არის. პრობლემა ისაა, რომ დიდ სურათში - ფულმა და არაფორმალურმა გავლენებმა გაიმარჯვა პოლიტიკაზე.
მინდა მჯეროდეს, რომ ის შედეგი არ დადგება, რაც როგორც წესი, ასეთ შემთხვევებში დგება ხოლმე“,- აცხადებს ნონა მამულაშვილი.
ცნობისთვის, „ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა. ხაბეიშვილმა ხმების 52.58%-ს მოიპოვა. რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.