შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ახლო აღმოსავლეთში სამდღიან ვიზიტს იწყებს.
მედიის ინფორმაციით, სახელმწიფო მდივანმა ახლო აღმოსავლეთის ტურნე ეგვიპტეში ჩასვლით დაიწყო.
ენტონი ბლინკენი დღესვე იერუსალიმში გაემგზავრება, სადაც პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება, ხვალ კი ის რამალაში ჩავა და პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ბლინკენის ვიზიტი ისრაელსა და პალესტინას შორის დაძაბულობის ზრდის პერიოდს ემთხვევა. ხუთშაბათს, ისრაელის არმიის მიერ დასავლეთ სანაპიროზე, ჯენინის ლტოლვილთა ბანაკში განხორციელებული დარბევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა. პარასკევს, პალესტინელმა შეიარაღებულმა მამაკაცმა აღმოსავლეთ იერუსალიმში სინაგოგის წინ შვიდი ადამიანი მოკლა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში აცხადებენ, რომ მოლაპარაკებების დროს ბლინკენი მხარეებს დაძაბულობის დეესკალაციისკენ ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებს.