პუტინი დიდ ბრიტანეთს სარაკეტო თავდასხმით დაემუქრა. გაერთიანებული სამეფოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ბორის ჯონსონი აცხადებს, რომ იქამდე სანამ პუტინი უკრაინაში არაპროვოცირებულ შეჭრას განახორციელებდა, სატელეფონო საუბრისას რუსეთის პრეზიდენტი დაემუქრა და უთხრა, რომ ბრიტანეთზე თავდასხმას მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა. მისივე თქმით, სატელეფონო საუბარი უკრაინის ნატოში გაწევრიანების საკითხს შეეხებოდა.