უკრაინის მთელ ტერიტორიაზე რუსული საჰაერო და სარაკეტო დარტყმების საფრთხე კვლავ მაღალია - უკრაინის გენშტაბი განცხადებას ავრცელებს. უკრაინის თავდაცვის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის პრესსპიკერის, ოლექსანდრ სტუპუნის განცხადებით, ბოლო 24 საათში ოკუპანტი ქვეყნის შეიარაღებულმა ძალებმა, სარაკეტო ზალპური სისტემებიდან 44 თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც დაჭრილები და დაღუპულები არიან მშვიდობიანი მოქალაქეები. სტუპუნი ხაზს უსვამს მტრის დიდ დანაკარგებზეც და აცხადებს, რომ უკრაინის თავდაცვის ძალებმა ოკუპანტების კონცენტრაციის უბნებზე, სარადარო სადგურებსა და საბრძოლო მასალის საცავებზე დარტყმები განახორციელეს.