ბათუმში, ლერმონტოვისა და ჩაიკოვსკის ქუჩების კვეთასთან ხანძარი იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. მათივე ცნობით, ხანძარი გვიან ღამით, სასაწყობო შენობა-ნაგებობას გაუჩნდა. ადგილზე სამაშველო სამსახურის თანამშრომლები და სამართალდამცავები იყვნენ მობილიზებული. ხანძარი ამ დროისათვის ლიკვიდირებულია. გამომწვევი მიზეზი ჯერჯერობით უცნობია.