ცხვარიჭამიაში მომხდარ მკვლელობაზე, მცხეთის რაიონულ სასამართლოში, მსჯელობა საქმის არსებითი განხილვით გაგრძელდება. დაიკითხებიან მოწმეები და მოხდება წერილობითი მტკიცებულებების გამოკვლევა. გიორგი კუჭავას ადვოკატის თქმით, რომელსაც ჯგუფურ ხულიგნობას ედავებიან, საქმეში არ არსებობს არანაირი ფაქტობრივი გარემოება იმისათვის, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს გამამტყუნებელი გადაწყვეტილება გამოუტანონ.