მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე მორიგი სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. ცნობილი გახდება დაცვის მხარის პოზიცია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელზეც შუამდგომლობა წინა სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა დააყენა. დოუკენტში საუბარია ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზებზე. არსებული ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე ოთხი მოწმე დაიკითხება, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს სასამართლო საექსპერტო დასკვნაში.