სერია A-ს მე-20 ტურში „ნაპოლიმ“ საკუთარ მოედანზე „რომა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხა.
მცირე ავადმყოფობის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია დაბრუნდა, მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ ძირითად შემადგენლობაში დააყენა.
შეხვედრის განმავლობაში უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სტუმრები კონტრიერიშებით პასუხობდნენ.
მატჩის მე-16 წუთზე კვარაცხელიას გადაცემული ბურთი ოსიმენმა ეფექტურად მიიღო, დაამუშავა და უძლიერესი დარტყმით რომაელთა კარში გადაგზავნა. აქედან მოყოლებული თამაში დაწყნარდა, თუმცა პირველი ტაიმის დასასრულს სპინაცოლასჰქონდა მომენტი, მაგრამ მას გატანა მერეტმა არ დაანება.
შესვენების შემდეგ ქართველს კიდევ ერთი შანსი მიეცა, თუმცა რთულ სიტუაციაში ლოსანოს გადაცემული ბურთი ვერ დაიმორჩილა. თამაში კიდევ უფრო საინტერესო გახდა, ორმხრივი შეტევებით.
ხვიჩა 69-ე წუთზე ელმასით შეცვალეს და ელ შაარავიმ ანგარიში გაათანაბრა. სპალეტიმ მოედანზე ლოსანოსა და ოსიმენის ნაცვლად მოედანზე სიმეონე და რასპადორი შეუშვა და სიმეონემ ზილენსკის პასით გამარჯვების გოლი გაიტანა.
ცნობისთვის, "კვარას" ანგარიშზე მიმდინარე ჩემპიონატზე 7 გოლი და 8 საგოლე გადაცემაა, ხოლო ოსიმენი 14 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირია.
„ნაპოლიმ“ ტურნირზე ბოლო 16 მატჩიდან 15 მოიგო, 53 ქულით ლიდერია, უახლოეს მდევარ „ინტერს“ 13 ქულით უსწრებს და 5 თებერვალს გასვლაზე „სპეციას“ დაუპირისპირდება.