ნოვაკ ჯოკოვიჩი 2023 წლის ავსტრალიის ღია პირველობის გამარჯვებულია. სერბმა ჩოგბურთელმა ფინალში ბერძენი მეტოქე, სტეფანოს ციციპასი სამ სეტში ანგარიშით 6:3, 7:6, 7:6 დაამარცხა.
ლეგენდარულმა სერბმა ჩოგბურთელმა ავსტრალიის ღია პირველობა კარიერაში მათეად მოიგო და ამით კვლავ მსოფლიოს პირველი ნომერი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ეს ნოვაკისთვის 22-ე გრენდ სლემია, რითიც ის რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა.
შეგახსენებთ, ჯოკოვიჩი გასულ წელს ავსტრალიაში ვაქცინის არგაკეთების გამო არ შეუშვეს. გამარჯვების შემდეგ ის გუნდთან ერთად მივიდა და ცრემლები ვერ შეიკავა.