"ნაციონალური მოძრაობის" პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ხმების 52.58% მიიღო. მის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე პოლიტსაბჭოს თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
რაც შეეხება სხვა კანდიდატებს - ნიკა მელიამ ხმების 40% აიღო, გიორგი მუმლაძემ 3.68%, ნონა მამულაშვილმა კი 3.73%.
კობა ნაყოფიას თქმით, ენმ-ს თავმჯდომარის არჩევნებში მონაწილეობა 41 264 პირმა მიიღო.
არჩევნები "ნაციონალურ მოძრაობაში" 28 იანვარს, 10:00 საათზე დაიწყო და ხმის მიცემა 30 იანვრის 10:00 საათზე შეწყდა. არჩევნები ე.წ. ბლოკჩეინ-სისტემით ტარდებოდა.
პარტიის თავმჯდომარეობისთვის ოთხი კანდიდატი: ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იბრძოდნენ.