მასიური საჰაერო თავდასხმები იყო გასული ღამის განმავლობაში ირანის ქალაქ ისპაჰანში სამხედრო ქარხნებსა და სამხედრო ნაწილებზე. განმეორებითი თავდასხმები განხორციელდა ქალაქ მაჰაბადიშიც. ირანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, თავდასხმა დრონებით განხორციელდა.
უწყების ცნობით, თავდასხმა 3 დრონით მოხდა, თუმცა 2 დრონის განეიტრალება ჰაერშივე მოხდა. სამინისტროს თქმით, დაზიანებები უმნიშვნელოა.