საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტის განცხადებით, რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაზე ნეიტრალური სტატუსით ასპარეზობა შეუძლიათ - გადაწყვეტილებას უკრაინის პრეზიდენტის განცხადება მოჰყვა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, იმ შემთხვევაში, თუ რუს და ბელარუს სპორტსმენებს ოლიმპიადაში მონაწილების უფლებას მისცემენ, უკრაინა ოლიმპიადას ბოიკოტს გამოუცხადებს. მისივე თქმით, რუსეთისთვის პარიზში, 2024 წლის ოლიმპიადაში მონაწილეობის მიღების უფლების მიცემა იქნება აღიარება, რომ ტერორი მისაღებია.