დრო უნდა გამოვიყენოთ ჩვენს იარაღად. უნდა დავაჩქაროთ მოვლენები, დავაჩქაროთ მიწოდება და უკრაინისთვის საჭირო შეიარაღების ახალი ვარიანტების გახსნა - ვოლოდიმირ ზელენსკი ტრადიციულ ვიდეომიმართვაში, უკრაინისთვის მძიმე შეიარაღების რაც შეიძლება მოკლე დროში გადაცემის მნიშვნელობაზე უსვამს ხაზს. მისი თქმით, ფრონტის ხაზზე ვითარება მძიმეა და ახლა ყველაფერი დროზეა დამოკიდებული. უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორების მხარდაჭერა უკრაინისადმი კიდევ უფრო გაძლიერდეს.