2022 წელს რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების სახით, დაახლოებით, 2 მილიარდი დოლარი გაიგზავნა, რაც 2012 წლიდან რეკორდული მოცულობაა. სააგენტო RBC-ის გადარიცხვების სტატისტიკის მიხედვით, 2021 წელს რუსეთიდან საქართველოში 411 მილიონი დოლარი გადაირიცხა, რაც მიმდინარე წლის მაჩვენებელზე ხუთჯერ ნაკლებია.
გაზრდილია რუსეთიდან სომხეთში ტრანსფერების მოცულობაც. 2022 წელს რუსეთიდან სომხეთში გადარიცხული ტრანსფერების რაოდენობამ სამი მილიარდ 100 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის მაჩვენებლეთან შედარებით ოთხჯერ ეტია.
სააგენტოს შეეფასებით, რუსი ფიზიკური პირების მხრიდან რეკორდული გზავნილები რელოკაციისა და საბარათე ტურიზმის გამო გახდა პოპულარული.