მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხზე დღეს მორიგი სასამართლო პროცესი შედგება. ცნობილი უნდა გახდეს დაცვის პოზიცია ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ მომზადებულ დასკვნაზე, რომელიც წინა სხდომაზე პენიტენციურმა სამსახურმა წარმოადგინა. საუბარია ცენტრ "ემპათიის" მიერ გამოტანილ დიაგნოზებზე.
უწყების განმარტებით, წარმოდგენილი დოკუმენტები არაერთ კითხვას აჩენს. სავარაუდოდ, დღესვე მოუწევთ დასკვნის ავტორებს სასამართლოსთვის ჩვენების მიცემა. მსჯავრდებული პრეზიდენტის დედამ შვილის საზღვარგარეთ მკურნალობასთან დაკავშირებით პოზიცია გუშინ შეცვალა.
გიული ალასანიამ განაცხადა, რომ თუ პატიმარს გაათავისუფლებენ, არ არის გამორიცხული სააკაშვილი სამკურნალოდ საქართველოში დარჩეს.