"ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე არჩევნებს მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ვინ გახდება პარტიის თავმჯდომარე, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რადგან მათთვის, "ნაციონალური მოძრაობა" უკვე დაშლილია და ის, როგორც პარტია აღარ არსებობს. საპარლამენტო უმრავლესობაში თავმჯდომარის არჩევნებში ვანო მერაბიშვილის ფაქტორზეც საუბრობენ და აცხადებენ, რომ არა მხოლოდ საზოგადოების დიდმა ნაწილმა, არამედ "ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერებმაც გაიაზრეს, რომ ვინც არ უნდა გახდეს თავმჯდომარე, პარტიას მომავალი არ აქვს.