ჰოლივუდის ორი ლეგენდა, ჯორჯ კლუნი დ ბრედ პიტი ნიუ-იორკის გადასაღებ მოედანზე ერთად გამოჩნდნენ. ცნობილია, რომ მსახიობები მონაწილეობენ Apple TV-ის ახალ პროექტში. ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს იქნება მძაფრსიუჟეტიანი თრილერი, რომლის დეტალებსაც კინოსტუდია მკაცრად ასაიდუმლოებს.
გადასაღებ მოედანზე კლუნი და პიტი იდენტური სამოსით გამოჩნდნენ, ორივეს ტყავის ქურთუკი და ნაცრისფერი შარვალი ეცვა. საინტერესოა, რომ 61 წლის კლუნისთვის და 59 წლის პიტისთვის ეს არ არის პირველი კოლაბორაცია. მათი ყველაზე გახმაურებული ერთობლივი ფილმებია „ოუშენის 11 მეგობარი“ და „დიდი ძარცვა“.