ბიონსე გარდა იმისა, რომ მეგავარსკვლავის სტატუსით სარგებლობს და 28 გრემის ფლობს, 2021 წელს გრემის მფლობელის დედაც გახდა, როცა მისი და რეპერ ჯეი-ზის 9 წლის შვილმა, ბლუ აივი კარტერმა, გრემი საუკეთესო მუსიკალური ვიდეოსთვის Brown Skin Girl მოიპოვა. აფრო-ამერიკელების გაძლიერებისთვის მიმართული თემატიკის კლიპში ბიონსესთან ერთად ბლუ აივისაც ვხედავთ, როგორც სიმღერის დასაწყისში, ისე — დასასრულში.
Brown Skin Girl ბიონსეს ალბომში The Lion King: The Gift შედის. მის კლიპში მონაწილეობით ბლუ აივი ისტორიაში მეორე ყველაზე ახალგაზრდა შემსრულებელი გახდა, რომელმაც გრემი მიიღო.ახლახან დედა-შვილმა დუბაიში პირველად იმღერა სცენაზე ერთად და სწორედ ეს განსაკუთრებული სიმღერა შეასრულა. 11 წლის ბლუ აივისთვის ეს პირველი სასცენო გამოსვლა იყო, მიუხედავად იმისა, რომ დედის ვიდეო კლიპებში უკვე სულ უფრო და უფრო ხშირად ვხედავთ. ბიონსემ და ბლუ აივიმ დახურულ წვეულებაზე იმღერეს დუბაის ძვირადღირებულ სასტუმრო Atlantis The Royal-ში. ალბომ Renaissance-ის გამოშვების შემდეგ ეს ბიონსეს პირველი ცოცხალი შესრულებაც იყო.