გასული დღის განმავლობაში რუსულმა ძალებმა ხერსონის რაიონი 36-ჯერ დაბომბეს. ამის შესახებ ხერსონის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაცია იტყობინება.
ამავე ცნობით, შედეგად საცხოვრებელი კორპუსები და ინფრასტრუქტურული ობიექტები დაზიანდა, დაშავდა მშვიდობიანი მოქალაქე.
„ მათ გამოიყენეს არტილერია, MLR სისტემები, ნაღმმტყორცნები და ტანკები“, - ნათქვამია მოხსენებაში.