გუდაურში ათობით პარაპლანისტმა საპროტესტო აქციაზე პარაპლანით ფრენაზე აკრძალვის მოხსნა მოითხოვა. პროტესტის გამო გაჩერდა საბაგიროც. როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, მთავრობის მიერ შემოღებულმა რეგულაციებმა მათი სააქმიანობა დააზარალა. შეგახსენებთ, რომ მთავრობის განკარგულებით, ექსტრემალური სპორტის სახეობა მას შემდეგ აიკრძალა, რაც გასული წლის ივლისში ორი ტურისტი ფრენისას დაიღუპა.