ჩრდილოეთ კორეა უარყოფს ბრალდებას რუსეთის ფედერაციისთვის იარაღის მიწოდებასთან დაკავშირებით და აფრთხილებს შეერთებული შტატებს "არასასურველი შედეგების" შესახებ, რომელიც შეიძლება მოჰყვეს, თუ ვაშინგტონი ასეთ პრეტენზიებს განახორციელებს. ამის შესახებ სამხრეთ კორეის სახელმწიფო მედია ჩრდილოეთ კორეის საგარეო საქმეთა სამინისტრო იტყობინება. უწყება დასძენს, რომ რომ ამერიკის შეერთებულ შტატებს „უნდა ახსოვდეს, რომ ნამდვილად არასასურველი შედეგები მოჰყვება, თუ ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ ჭორების გავრცელებას განაგრძობენ“. როგორც მედია წერს, ჩრდილოეთ კორეა არ აკონკრეტებს , რა იგულისხმება „არასასურველ შედეგებში“.