უკრაინის თავდაცვის სამინისტრო 2023 წელს შეიარაღებული ძალებისთვის უპილოტო საფრენი აპარატების შესყიდვას გაზრდის. ამის შესახებ გაერთიანებული ძალების მეთაურმა გენერალ-ლეიტენანტმა სერჰი ნაიევმა განაცხადა. მეთაურის თქმით, უკრაინის არმიის საჭიროებებისა და მოთხოვნების გათვალისწინებით, 2023 წელს ამ მიზნით დაახლოებით 20 მილიარდი უკრაინული გრივნა უნდა იყოს მიმართული. ნაიევმა აღნიშნა, რომ ეს არის ძალიან დიდი წინგადადგმული ნაბიჯი, რადგან უპილოტო საფრენი აპარატებს შეუძლიათ შეასრულონ დავალებები ეკიპაჟის სიცოცხლის რისკის გარეშე.