რა გახდა ბათუმში ახალგაზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი - შსს-მ საქმეს კვალიფიკაცია შეუცვალა და გამოძიება განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო. არსებული ცნობით, 26 იანვარს ბათუმში, მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე წარმოშობილი კონფლიქტის დროს, ბრალდებულმა გოგოტა აბესლამიძემ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თანმხლებ ქალს, რის შემდეგაც დაზარალებული ბრალდებულთან ერთად ერთ-ერთ სასტუმროში წავიდა. მომხდარი ძალადობიდან რამდენიმე საათის შემდეგ, ქალი სასტუმროს ნომრის აბაზანაში გარდაცვლილი იპოვეს. გოგიტა აბესლამიძის ადვოკატის ინფორმაციით, ბრალდებული ძალადობის ფაქტს აღიარებს, თუმცა ქალბატონის გარდაცვალების ფაქტთან მის კავშირს უარყოფს. მისივე განმარტებით, ახლა სამხარაულის ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს რა გახდა ახალაგზრდა ქალის გარდაცვალების მიზეზი.