ისრაელის უსაფრთხოების კაბინეტმა დაამტკიცა ზომები, რითაც ისრაელის მოქალაქეებისთვის იარაღის ტარება მარტივდება. შესაბამისი გადაწყვეტილება მოჰყვა ბოლო ორი დღის განმავლობაში, იერუსალიმში პალესტინელების ორ ცალკეულ თავდასხას. უშიშროების კაბინეტში აცხადებენ, რომ ზომები ასევე გააუქმებს სოციალური უზრუნველყოფის უფლებებს „ტერორისტების ოჯახებს, რომლებიც მხარს უჭერენ ტერორიზმს“. იერუსალიმში ბოლო ორი დღის მანძილზე, ორი თავდასხმა მოხდა. შეიარაღებულმა პირმა იერუსალიმში, სინაგოგასთან ცეცხლი გამვლელებს გაუხსნა, შედეგად 7 ადამიანი დაიღუპა. ასევე გუშინ 13 წლის მოზარდმა ორი პირი დაჭრა.