მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის დედა, გიული ალასანია კლინიკა ვივამედის დირექტორის, ზურაბ ჩხაიძის განცხადებას ეხმაურება. ალასანია ამბობს, რომ ინფორმაცია თითქოს სააკაშვილი უარს ამბობს გადასხმებზე არასწორია, რადგან მას 2-ჯერ უფრო მეტი გადასხმა უტარდება, ვიდრე მანამდე. გიული ალასანია მისი შვილისთვის სასჯელის გადავადებას კიდევ ერთხელ ითხოვს და ამბობს, რომ სააკაშვილს ამ დრომდე აღენიშნება ტემპერატურა და ხველა.