გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირები პენტაგონს მოუწოდებენ, მიაწოდოს უკრაინას F-16 –ის ტიპის თვითმფრინავები, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან. ამის შესახებ დასავლური მედია წერს. წყარომ, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, გამოცემას განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.