შავ ზღვაში საბრძოლო მზადყოფნაში რჩება თხუთმეტი რუსული ხომალდი, მათ შორის სამი რაკეტმზიდი, რომლებიც აღჭურვილია დაახლოებით 20 კალიბრის ტიპის საკრუიზო რაკეტით.
შესაბამისი განცხადება უკრაინის შეიარაღებული ძალების საზღვაო ძალებმა Facebook-ზე გააკეთა.
ამავე ცნობით, აზოვის ზღვაში მტერი საზღვაო კომუნიკაციების კონტროლს, საბრძოლო მორიგეობაზე ორი ხომალდით, აგრძელებს.
ხმელთაშუა ზღვაში კი ცხრა რუსული ხომალდია, მათ შორის ხუთი კალიბრის ტიპის სარაკეტო მზიდებით.