უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსული ძალების თავდასხმები დონეცკის ოლქის 16 დასახლებაზე მოიგერიეს, მათ შორის ბახმუტსა და ვუჰლედარზე.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ის საკუთარ გვერდზე განაცხადა.
გენშტაბი განცხადებაში დასძენს, რომ რომ მტერი უარს არ ამბობს განზრახვაზე, გაანადგუროს უკრაინის კრიტიკული ინფრასტრუქტურა, დაარტყას სამოქალაქო ობიექტებს და მშვიდობიანი მოსახლეობის საცხოვრებლებს.
ბოლო 24 საათის განმავლობაში, რუსმა ოკუპანტებმა განახორციელეს 32 საჰაერო დარტყმა და 65-ზე მეტი შეტევა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გამოყენებით, მათ შორის დონეცკისა და ხერსონის რეგიონების სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე.
დაფიქსირდა მშვიდობიან მოქალაქეებს შორის მსხვერპლი.