გავრცელებული ინფორმაციით, აშშ-ის სამხედრო ოფიციალური პირები პენტაგონს მოუწოდებენ, მიაწოდოს უკრაინას F-16 თვითმფრინავები, რათა ქვეყანამ უკეთ შეძლოს დაიცვას თავი რუსული რაკეტებისა და უპილოტო თვითმფრინავებისგან. ამის შესახებ დასავლური მედია წერს.
აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის მაღალჩინოსანმა Politico-ს განუცხადა: „არ მგონია, წინააღმდეგი ვიყოთ“.
წყარომ, რომელიც ანონიმურობის პირობით ისაუბრა, გამოცემას განუცხადა, რომ საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არ არის.