ბოლო ერთი დღის განმავლობაში დონეცკის რეგიონზე რუსეთის ძალების მიერ დაბომბვის შედეგად ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 17 დაშავდა.
შესაბამისი განცხადება დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა პავლო კირილენკომ Telegram-ზე გააკეთა.
„2023 წლის 28 იანვარს რუსებმა დონეცკის რეგიონში ოთხი მშვიდობიანი მოქალაქე მოკლეს: სამი კოსტიანტინივკაში და ერთი ბახმუტში. დაშავდა კიდევ ჩვიდმეტი ადამიანი“, - წერს კირილენკო.
გარდა ამისა, მისი თქმით, ახლა შეუძლებელია მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობის დათვლა მარიუპოლსა და ვოლნოვახაში.