ფიგურულ ციგურაობაში, საქართველო ნაკრების წევრმა ანასტასია გუბანოვამ, ფინეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა . 20 წლის მოციგურავე მოკლე პროგრამის შემდეგ პირველ ადგილზე გავიდა. სპორტსმენმა თავისუფალი პროგრამის ოცდაოთხ მონაწილეს შორისაც საუკეთესო შედეგი აჩვენა. გუბანოვამ ორი დისციპლინის ჯამში 199,91 ქულა დააგროვა და მეორე ადგილზე გასულ ბელგიელ მოციგურავეს 6,43 ქულით გაუსწრო. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მოციგურავეთა ნაკრების ისტორიაში ევროპის ჩემპიონის ტიტული არც ერთ სპორტსმენს არ მოუპოვებია.