უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებით, უკრაინულმა არმიამ დროებით ოკუპირებულ დონეცსკისა და ლუგანსკის ოლქში მტრის 16 თავდასხმა მოიგერია. გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის სამხედროებმა თავდახმები მოიგერიეს ბახმუტშიც. უკრაინულმა ძალებმა საპასუხო იერიში მიიტანეს რუსეთის მიერ განლაგებულ სტრატეგიულ ობიექტებზე. გენერალური შტაბში აცხადებენ, რომ რუსეთის არმიამ 28 იანვარს შემდეგ უკრაინის წინააღმდეგ 32 საჰაერო დარტყმა განახორციელა, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.