პერსონალურ მონაცემთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურმა ღია ღონისძიება გამართა, რომელსაც მოწვეულ სტუმრებთან ერთად პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ესწრებოდა. ანრი ოხანაშვილმა აღნიშნა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვა საქართველოს ხელისუფლებისთვის პრიორიტეტია და მმართველი გუნდი ამ სამსახურის ინსტიტუციური განვითარებისთვის ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. ღონისძიებას პარლამენტის წევრები, მოსამართლეები და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.