დასავლეთის ქვეყნებმა დაადასტურეს, რომ უკრაინაში 321 ტანკის გაგზავნა იგეგმება, - ამის შესახებ საფრანგეთში უკრაინის ელჩმა, ვადიმ ომელჩენკომ განაცხადა.
„დღეს ბევრმა ქვეყანამ ოფიციალურად დაადასტურა თანხმობა უკრაინისთვის 321 მძიმე ტანკის მიწოდებაზე“, - განაცხადა მან.
უკრაინელი დიპლომატის თქმით, მიწოდების დრო თითოეულ შემთხვევაში განსხვავებული იქნება.
„ზოგიერთმა ქვეყანამ უნდა განახორციელოს ტექნიკური მომსახურება, სხვები აგვარებენ ლოგისტიკის საკითხებს ან ელოდებიან სხვა მოდელების მიღებას“, - განაცხადა დიპლომატმა.