პოლიციამ თბილისში ოჯახის წევრის განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე ერთი პირი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული პირი საკუთარი ბებიის ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობას გეგმავდა და მას ამ მიზნით დაქირავებული მკვლელისთვის 150 000 აშშ დოლარი უნდა გადაეხადა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ, ანგარებით, შეკვეთით განზრახ მკვლელობის მომზადების ფაქტზე მიმდინარეობს. პროკურატურამ დაკავებულს ბრალდება უკვე წარუდგინა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.