"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნები გრძელდება. ბოლო მონაცემებით თავმჯდომარეობის სასურველ კანდიდატს ხმა 9 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა უკვე მისცა, თუმცა როგორ ნაწილდება ხმები, ეს ინფორმაცია 30 იანვრის დილის 10 საათამდე უცნობი იქნება. პარტიის მთავარ ოფისში კი ლიდერები უკვე იკრიბებიან.