მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია, ექსპრეზიდენტის გაზეთ შპიგელტან ინტერვიუს აფასებს და მესამე პრეზიდენტის საქართველოში ჩამოსვლის მიზეზებზე საუბრობს. ალასანიას ინფორმაციით, ადამიანთა გარკვეული ჯგუდები მიხეილ სააკაშვილს არწმუნებდნენ, რომ მისი საქართველოში ჩამოსვლა აუცილებელი იყო და ეს ოქტომბრამდე უნდა მომხდარიყო. როგორც სააკაშვილის დედა განმარტავს, აღნიშნულის მიზეზი ის ოპერაცია იყო, რომელიც უკრაინაში მზადდებოდა.