უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დასავლეთს მოუწოდებს, ტანკების გადაცემა დააჩქარონ. ამის შესახებ მან Sky News-თან ინტერვიუში განაცხადა.
“ტანკების რაოდენობა და ვადა, როდის მოვლენ ჩვენამდე, თამაშობენ განუყოფელ და ძალიან მნიშვნელოვან როლს იმასთან შედარებით, თუ როგორი და როდის იქნა მიღებული გადაწყვეტილება”, - თქვა ზელენსკიმ.
უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პარტნიორების მიერ დაპირებული იარაღის ნაწილი უკვე უკრაინაშია, მაგრამ ნაწილი ჯერ არ მისულა.
ამ კონტექსტში მან აშშ-ის მხრიდან Abrams-ის ტანკების გადაცემის ვადებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ისინი შესაძლოა ზედმეტად გვიან მოვიდეს.
“ზედმეტად გვიან. მაგრამ ამ წუთისთვის მე არ ვიცი, რეალური ვითარება, როდის უნდა იყვნენ ისინი, როდის მოგვცემს ამერიკა Abrams-ს. და მე არ ვიცი რეალურად, თუ როდის მოგვივა ევროპიდან ტანკები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.
უკრაინის ლიდერმა ასევე გაიხსენა საფრანგეთის პრეზიდენტის ჯერ კიდევ ორი კვირის წინანდელი გადაწყვეტილება უკრაინას ტანკები გადასცეს და აღნიშნა, რომ მას, როგორც მეომარი ქვეყნის პრეზიდენტს, ლოდინის ამდენი დრო არ გააჩნია.