სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება სხვადასხვა ვადით 11 ექიმს შეუჩერდა. გადაწყვეტილება ჯანდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების საბჭომ მიიღო. ჯანდაცვის სა მინისტროს ინფორმაციით, საბჭო ექიმების პროფესიული საქმიანობის საფუძვლიანი შესწავლისთვის კვირაში ერთხელ იკრიბება და პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს და პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს განიხილავს. გასულ წელს საბჭოს გადაწყვეტილებით 70 ექიმს სხვადასხვა ვადით შეუჩერდა საქმიანობის უფლება, 6 მედიკოსს კი სახელმწიფო სერტიფიკატი გაუუქმდა.