საერთაშორისო სარეიტინგო კომპანია Fitch-მა საქართველოს სუვერენული საკრედიტო რეიტინგის პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურამდე გააუმჯობესა, რეიტინგი კი BB დონეზე შეაფასა. საერთაშორისო სარეიტინგო კომპანის ინფორმაციით პერსპექტივის გაუმჯობესებაში გადამწყვეტი როლი ითამაშა პანდემიის შემდგომ პერიოდში გატარებულმა მაკროეკონომიკურმა პოლიტიკამ, შედეგად 2022 წლის ბოლომდე მთავრობის ვალი პანდემიამდელ ნიშნულამდე შემცირდა, იკლო ფისკალურმა დეფიციტმა და შეივსო საერთაშორისო რეზერვები.