ბრძოლა “ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარეობისთვის ოფიციალურად დაიწყო. უკვე 1 საათზე მეტია პარტიის 50 ათასამდე მხარდამჭერს საშუალება აქვს მის რჩეულს საკუთარი ხმა მისცეს. ხმის მიცემის პროცესი 40 წუთიანი დაგვიანებით დაიწყო, თუმცა ხარვეზი ამ დროისთვის გამოსწორებულია. კომისიის წევრების განცხადებით, დარეგისტრირებული ამომრჩევლებიდან უკვე გაიცხრილა ის ნაწილი, რომლებიც სხვა პარტიის აქტიური წევრები აღმოჩდნენ.