შეიარაღებული თავდასხმა ირანში აზერბაიჯანის საელჩოზე. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციის თანახმად, კალაშნიკოვის ტიპის იარაღით თავდამსხმელი ირანში არსებულ აზერბაიჯანის საელჩოს შენობაში შეიჭრა, გაარღვია დაცვის პუნქტი და საელჩოს დაცვის უფროსი მოკლა, დაშავებულია დაცვის ორი თანამშრომელიც, რომლებიც თავდასხმის მოგერიებას ცდილობდა. აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, თქმით, საელჩოზე თავდასხმის შემდგომ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია. გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი დაკავებულია და მომხდარზე საქმის წარმოება დაწყებულია.