გაერო-ს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარი, ფილიპო გრანდი აცხადებს, რომ რუსეთი, უკრაინელი ბავშვებისთვის რუსული პასპორტების დარიგებითა და მათი შვილად აყვანით, საომარ ვითარებაში ბავშვთა დაცვის ფუნდამენტურ პრინციპებს არღვევს. ფილიპო გრანდის განცხადებითვე, რუსეთში შეზღუდული წვდომის გამო არ შეუძლია სტატისტიკის წარმოება და მიწოდება. მისივე თქმით, ამ ეტაპზე, რთულია უკრაინელი ბავშვების რაოდენობის დადგენა, რომლებსაც რუსული პასპორტები მიეცათ ან შვილად აიყვანეს.