კრემლის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი აცხადებს, რომ აშშ-ის პრეზიდენტს „კიევის რეჟიმისთვის შესაბამისი მითითებების მიცემის“ გზით რუსეთ-უკრაინის კონფლიქტის დასრულების გასაღები აქვს, მაგრამ ჯო ბაიდენს ამ გასაღების გამოყენება არ სურს. მისი თქმით, თეთრი სახლის ამჟამინდელ ხელმძღვანელს არ სურს ამ გასაღების გამოყენება, და „პირიქით, ის ირჩევს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გაგრძელების გზას”.