იუსტიციის მინისტრის რატი ბრეგაძის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით ცენტრ „ემპათიას“ დიაგნოზები სარწმუნო და უტყუარი არ არის, ოპოზიციასა და მმართველ გუნდში ეხმაურებიან. ოპოზიციონერი დეპუტატები მიიჩნევენ, რომ ქართული ოცნება პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას ცდილობს. ხელისუფლების წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ ცენტრი „ემპათია“ სიძლვილის ენას იყენებს და არაობიექტურ შეფასებებს აკეთებს.